 |
გაიხსნა შაბათ-კვირის კურსები და 2010 წლის 10 აგვისტოდან ცხადდება ბავშვების მიღება შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებში: 3-დან 4 წლამდე, 5-დან 6-მდე, 7-დან 8-მდე და 9-დან 10-მდე;
2010 წლის 10 აგვისტოდან ცხადდება ბავშვების მიღება კვირაში სამჯერად კურსებზე შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებში: 3-დან 4 წლამდე, 5-დან 6-მდე, 7-დან 8-მდე და 9-დან 10-მდე;
2007 წლის სექტემბრიდან დაგვემატა ახალი საგნები: რუსული ენა, ხატვა, მუსიკა (ინდივიდუალურად);
ყველა ვინც გადაიხდის წინასწარ ერთ-წლიან საფასურს მიიღებს 10% ფასდაკლებას;
“Babyland”-ში კურსების დამთავრების შემდგომ ბავშვები გაივლიან 15-დღიან კურსს ბრიტანეთში;
|
 |
მეთოდიკა და პროგრამა
‘' Let's play '' რაც თარგმანში ნიშნავს ‘' ვითამაშოთ ''! ამ სიტყვებით იწყებს ნებისმიერ გაკვეთილს “ Babyland ”- ის პადაგოგი . თამაში ბავშვს არასოდეს სწყინდება . ორმაგად საინტერესოა , როდესაც მასთან ერთად უფროსი თამაშობს . მთავარი შეთანხმება თამაშისა – ურთიერთობა ინგლისურ ენაზე . იმისათვის , რომ ადვილად გასაგები იყოს ბავშვისთვის , რაზე საუბრობს პედაგოგი , პედაგოგი საუბარს წარმართავს მიმიკის და სურათების დახმარებით .
აი ბავშვის ერთ - ერთი საყვარელი თამაში “ Babyland ”- ში : ბავშვი ისმენს მარტივ სიმღერას და განასახიერებს სიმღერის გმირებს . თამაშის ფორმით ბავშვი ადვილად იმახსოვრებს ახალ სიტყვებს და გამონათქვამებს . სპეციალისტები ამას უწოდებენ “ კომუნიკაბელურ მეთოდს ”. ეს მეთოდი ორმოცდაათი წლის წინ განვითარდა , დღეს ის ფართოდ გამოიყენება მთელ მსოფლიოში . თამაშის დროს ბავშვი თავისუფლად გრძნობს თავს ანუ არ ეშინია შეცდომების დაშვების , ბავშვმა იცის , რომ თუ შეეშლება , პედაგოგი დაეხმარება .
ამ მეთოდით ბავშვი სწავლობს საუბარს და სმენით აღქმას სალაპარაკო თემებისა . ურთიერთობის პროცესში შეისწავლება გრამატიკაც , თავდაპირველად ბავშვი იმახსოვრებს სიტყვებს და წინადაებებს , დროთა განმავლობაში კი ასხვავებს გრამატიკულ ფორმებს : მხოლობით და მრავლობით რიცხვს , წარსულს და ახლანდელ დროს . ბავშვი თავიდანვე სწავლობს წინადადების სწორად ჩამოყალიბებას , ეს კი ინგლისურენოვანი ქვეყნებიდან ჩამოსული პედაგოგების დამსახურებაა .
პედაგოგი მკაცრად იცავს პროგრამას . ყველა გაკვეთილი წინასწარ არის დაგეგმილი , რაც ეხმარება ეფექტური შედეგის მიღწევაში . მცირე პროგრამა ასეთი სახისაა :
სწავლის პირველი წელი : ბავშვი სწავლობს საუბრის აღქმას სმენით , ეცნობა სასაუბრო თემებს : ამინდზე , ჯამრთელობაზე , გარეულ და შინაურ ცხოველებზე , სათამაშოებზე .
სწავლის მეორე წელი : ეს არის გარდამავალი ეტაპი , ბავშვი აგრძელებს ურთიერთობას ზეპირად , პარალელურად კი ემზადება კითხვის და წერის სწავლისთვის . ბავშვი თავდაპირველად ეცნობა ანბანს ასოებით , ხმით და სურათებით . ძირითად თემებია : სახლი , მაღაზია , ტანსაცმელი , ოჯახი , დრო და სხეულის ნაწილები .
სწავლის მესამე წელი : ბავშვი იწყებს კითხვას და წერას , მთავარი თემებია : ქალაქი , სკოლა , დღესასწაული , მოგზაურობა .
სწავლის მეოთხე წელი : ბავშვი ხვეწს და აძლიერებს ინგლისური ენის ძირითად ცოდნას . |